LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ ნახეთ? რომ ნახავთ, მერე ვილაპარაკოთ. სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საზღვარი, ეს არის “კლოუნადა” – მიქანაძე ჟურნალისტებს

33
გივი მიქანაძე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოშია, ინფორმაციას უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ეს არის “კლოუნადა”, რომელიც არის დადგმული და სინამდვილეს არ შეესაბამება.

სააკაშვილი საქართველოში არ არის, ის კლოუნია – ნეტა ყოფილიყო საქართველოში: ირაკლი კობახიძე

მიქანაძის თქმით, სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და მედიაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება:

“ეს არის “კლოუნადა”, რომელიც არის დადგმული და არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს არის თქვენი ვერსია, არ გადმოუკვეთავს საზღვარი, ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ.

თქვენ ნახეთ? რომ ნახავთ, მერე ვილაპარაკოთ. არასწორი ინფორმაციაა, დამიმტკიცეთ, რომ საქართველოშია, პოსტი და ყველაფერი შეიძლება გააკეთო დღეს, “კლოუნადაა.” – მიმართა მიქანაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ დღეს, დილით “ფეისბუქში” ჯერ დაწერა, შემდეგ ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა, ამის შემდეგ კი პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დაიძრან თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, ერთ-ერთ ასეთ კოლონას თავადაც შეუერთდება.

 

ვრცლად ამ თემის შესახებ:

დაბრუნდა თუ არა სააკაშვილი საქართველოში – ინფორმაციას მისი პარტიის ნაწილი ადასტურებს

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

სააკაშვილი მორიგ ვიდეოს ავრცელებს: მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, გავრისკე სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი

ჩემი თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება: სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს: შსს

მთავარი არ არის როგორ და როდის, მთავარია ის რომ სააკაშვილი საქართველოშია: ზაალ უდუმაშვილი

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე: არ მაქვს ინფორმაცია, თუ შემოსულია, „ოცნება“ ჩამოშლილია

ბაჩო დოლიძე: აღარ არსებობს არც შსს, ინსტიტუტები ჩამოშლილია – „ოცნება“ დამთავრებულია, ხვალიდან ყველანაირი რეპრესიების გარეშე ოპოზიციაში გადავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები