LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

285
1

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ დღეს მისი ოცნების ასრულების დღეა.

სააკაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას 2 ოქტომბერს ყველა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცენ “ნაციონალურ მოძრაობას”:

“აი ეს არის ჩემი ბათუმი, 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა “ნაციონალურ მოძრაობას”, არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც მათ სატელიტებს, თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატარა პატიოსან პარტიებს.

აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ამერიკული ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს, დღეს ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი, ისე მენატრებოდა აქაურობა.

დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება და საბოლოოდ ეს აღსრულდება, როდესაც საქართველო ფეხზე დადგება.” – აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ყველაფერი გარისკა – სიცოცხლეც და თავისუფლებაც, რათა აქ ჩამოსულიყო:

ჩვენ უნდა მივიდეთ 2 ოქტომბერს, ყველამ მივცეთ ხმა და შემდეგ 3-ში შევიკრიბოთ, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი გავავსოთ და თუ 100 ათასი ადამიანი ვიქნებით, ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას. ეს სიღარიბე და საშინელება დასრულდება.

აბა თქვენ იცით, თქვენს იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, ყველაფერი, რათა აქ ჩამოვსულიყავი. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველაფერი გამოგვივა, აბა თქვენ იცით. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში.” – აცხადებს სააკაშვილი.

დაბრუნდა თუ არა სააკაშვილი საქართველოში – ინფორმაციას მისი პარტიის ნაწილი ადასტურებს

შეგახსნებეთ, საქართველოში დაბრუნების შესახებ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, საკუთარ “ფეისბუქზე” დაწერა.

“დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ.” – წერს სააკაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები