LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი არ არის როგორ და როდის, მთავარია ის რომ სააკაშვილი საქართველოშია: ზაალ უდუმაშვილი

60
ზაალ უდუმაშვილი

მთავარი ის არ არის, როგორ და როდის შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, მთავარია ის, რომ სააკაშვილი საქართველოშია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა

უდუმაშვილის განმარტებით, მან არ იცის კონკრეტულად სად არის მესამე პრეზიდენტი, ხოლო მისი ჩამოსვლის შესახებ თავადაც სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო.

“ხვალ, ყველა ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ.” – აცხადებს უდუმაშვილი

“არ ვიცი, სად არის სააკაშვილი და როგორ გეტყვით? ბუნებრივია, რაც არ ვიცი იმას ვერ გეტყვით. მე ვამბობ იმაზე დაყრდნობით, რა ინფორმაციაც ვრცელდება და რასაც ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი. მერწმუნეთ, მე უფრო დიდი მიზეზი მაქვს ვენდო მიხეილ სააკაშვილს, ვიდრე შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას”, – აცხადებს უდუმაშვილი.

პოპულალურები