LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე: არ მაქვს ინფორმაცია, თუ შემოსულია, „ოცნება“ ჩამოშლილია

359
ელენეხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია საქართველოშია თუ არა უკვე მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, თუ ის მართლა შემოვიდა, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშლილია.

„მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია აქ არის, არ არის, ვნახავთ მოვლენების განვითარებას. პირველი, ზუსტად იგივეს ვიტყვი, რასაც აქამდე ვამბობდი, ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად მშვიდობიანად, ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ყველაზეა, პირველ რიგში „ქართულ ოცნებაზე“. თუ შემოსულია, ჩამოშლილია „ქართული ოცნება“, რა ვიცი, სკოლის მასწავლებლებს დასდევენ“, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მომდევნო ორი დღე მშვიდობიანად გავიაროთ და ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას დაემორჩილოს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები