LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო დოლიძე: აღარ არსებობს არც შსს, ინსტიტუტები ჩამოშლილია – „ოცნება“ დამთავრებულია, ხვალიდან ყველანაირი რეპრესიების გარეშე ოპოზიციაში გადავა

306
ბაჩო დოლიძე

„ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პოლიტიკური გაერთიანება, დამთავრებულია. ხვალიდან ის ოპოზიციაში გადავა, მშვიდად, აუღელვებლად, ყველანაირი რეპრესიების გარეშე,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომ ის უკვე საქართველოშია.

ბაჩო დოლიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიაში დღის განმავლობაში დამატებითი განცხადებები გაკეთდება. რაც შეეხება შეკითხვას – აქვთ თუ არა კომუნიკაცია სააკაშვილთან, დოლიძე პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა”.

რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, ბაჩო დოლიძის თქმით, „აღარ არსებობს არც შსს და ინსტიტუტები ჩამოშლილია.უკვე ხვალიდან მშვიდად, მშვიდად მივდივართ არჩევნებზე”.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები