LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი საქართველოში არ არის, ის კლოუნია – ნეტა ყოფილიყო საქართველოში: ირაკლი კობახიძე

83
მიშა კობა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე არ ადასტურებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თავად სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

ირაკლი კობახიძე საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და 2 ოქტომბერს, მისი სიტყვებით “კლოუნადის” დასასრულებლად არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება, ვიდეოს, რომელსაც სააკაშვილი ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს ვიდეო ყალბია.

“თავიდან გვეგონა “დიპ-ფეიკი” სინამდვილეში უფრო მარტივადაა გაკეთებული” – აცხადებს კობახიძე

როგორც “ქართლი ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, სააკაშვილი არ არის იმდენად სულელი, რომ ეგონოს თავის მხარდამჭერების მობილიზაციას ამ განცხადებით უფრო მოახდენს, ვიდრე პირიქით “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს.

“სამწუხაროდ სააკაშვილი არ არის საქართველოში, შესაბამისად ამ კლოუნის დაჭერა გადაიწევს ცოტა ხნით.” – აცხადებს კობახიძე

ცნობისთვის, დღეს, 1 ოქტომბრის დილას მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის საქართველოში დაბრუნდა. მოგვიანებით კი მესამე პრეზიდენტმა მის მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.

 

პოპულალურები