LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მორიგ ვიდეოს ავრცელებს: მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, გავრისკე სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი

121
1

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქში” 50-წუთიანი ინტერვალით მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ საზოგადოებას ბათუმიდან მიესალმება.

ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მივიდნენ არჩევნებზე 2 ოქტომბერს და ხმა მისცენ “ნაციონალურ მოძრაობას”:

“მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, ჩემი სიამაყიდან. რამდენი რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა.

რა მინდა გითხრათ, ხომ ხედავთ, რომ მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი აქ, მიუხედავად მუქარებისა, ყველანაირის.

მინდა გთხოვოთ შემდეგი რამ – 2 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე და ყველამ ხმა მივცეთ “ნაციონალურ მოძრაობას”. არავითარ შემთხვევაში არ მივცეთ ივანიშვილს.

მივიდეთ ბევრი, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის, მართლაც, ამას აღიარებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. არ მისცეთ ხმა არც ივანიშვილს, არც გახარიას, რომელიც მე ციხეში მიპირებს გამოკეტვას, არც იმ პატარა პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან, თუმცა სხვა პარტიებს, რომლებიც გესიმპატიურებათ და რომლებიც მიგაჩნიათ პატიოსნად, მოგიწოდებთ, რომ მისცეთ ხმა. მაგრამ რა თქმა უნდა თბილისში ნიკა მელიას და, ზოგადად, “ნაციონალურ მოძრაობას”. – ამბობს სააკაშვილი.

შეგახსნებეთ, საქართველოში დაბრუნების შესახებ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, საკუთარ “ფეისბუქზე” დაწერა.

ამის შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ დღეს მისი ოცნება ასრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები