LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბრუნდა თუ არა სააკაშვილი საქართველოში – ინფორმაციას მისი პარტიის ნაწილი ადასტურებს

454
სააკაშვილი2

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ჩამოვიდა.

“როგორ შემოვიდა საქართველოში, ამის შესახებ ინფორმაცია მე არ მაქვს. მე არ მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს სიმართლეა,”- აცხადებს ნიკა ობოლაძე.

ენმ-ის კიდევ ერთი წევრი, ბაჩო დოლიძე ამტკიცებს, რომ იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც მიხეილ სააკაშვილმა თავად გაავრცელა, მათ არ აქვთ.

“დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“ – წერს სააკაშვილი.

საქართველოში დაბრუნების შესახებ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, საკუთარ ფეისბუქზე აქვეყნებს პოსტს.

პოპულალურები