LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფისისკენ რომ მოვდიოდი, სააკაშვილმა კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო. მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა: დავითულიანი

211
1

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ – რომ ის საქართველოშია, მმართველი გუნდიდან ფაქტის კატეგორიული უარყოფის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ხუმრობანარევი განცხადებებიც ვრცელდება.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ “ნახევარი საათის წინ, როდესაც ოფისისკენ მიდიოდა, სააკაშვილმა კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო.”

როგორც დავითულიანი ამბობს, სააკაშვილის მიერ გავრცელებული კადრები შესაძლოა იყოს გაყალბებული და თუ ეს ასე არ არის, დაემატება კიდევ ერთი მუხლი – საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის:

“ახლა, ნახევარი საათის წინ, როდესაც ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო. სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა…

შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალბებული და თუ ეს ასე არ არის, დაემატება კიდევ ერთი მუხლი, საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს არის “რეალითი შოუ.” – თქვა დავთულიანმა.

მისივე შეფასებით, სააკაშვილი დახუჭობანას თამაშობს და ეს ქმედება ძალიან სასაცილო და არასერიოზულია:

“ფაქტია, ამ ადამიანს ბავშვობაში “დახუჭობანას” არავინ ეთამაშებოდა და ახლა ამ ასაკში გადაწყვიტა ამ ფორმით. დახუჭობანას თამაშობს. ძალიან სასაცილო და არასერიოზულია.” – თქვა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ დღეს, დილით “ფეისბუქში” ჯერ დაწერა, შემდეგ კი ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლებშიც ამბობს, რომ საზოგადოებას ბათუმიდან მიესალმება და რომ გარისკა სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვიდა.

დაბრუნდა თუ არა სააკაშვილი საქართველოში – ინფორმაციას მისი პარტიის ნაწილი ადასტურებს

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

სააკაშვილი მორიგ ვიდეოს ავრცელებს: მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, გავრისკე სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს: შსს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები