LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული საქართველო საპარლამენტო მანდატის გამოყენებას არ აპირებს და აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს: აკაკი ბობოხიძე

93
აკაკი ბობოხიძეე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე, რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც „ევროპულმა საქართველომ“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

მისი განცხადებით, ევროპული საქართველოსთვის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ იყო დამაკმაყოფილებელი, სწორედ ამიტომ, არც დოკუმენტს მოაწერა ხელი და არც პარლამენტში აპირებს შესვლას.

ბობოხიძის განმარტებით, ევროპული საქართველო საპარლამენტო მანდატის გამოყენებას არ აპირებს და აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შედის – პოლიტსაბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

„ევროპული საქართველოს” პოზიცია მყარია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს, არ ვცვლით პოზიციას პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ: გიგა ბოკერია

ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა და პარლამენტში შედის

„მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს, ამ ნაბიჯით ხალხის ნების საწინააღმდეგოდ პარლამენტს გარკვეული ლეგიტიმაცია მიანიჭეს. ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება და ოპოზიციური პარტიების შესვლა, გარკვეულ დოკუმენტებზე შეთანხმების პირობით მოხდა. ევროპული საქართველოსთვის არ იყო ეს შეთანხმება დამაკმაყოფილებელი, რომელიც ღირდა პოლიტიკურ შეთანხმებად ქართულ ოცნებასთან, გაყალბებული არჩევნების საპირწონედ და ღირდა არალეგიტიმური პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებად. 

დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ ასევე პარტიის გადაწყვეტილებაზე, თუ რა ფარგლებში ეძლევა პარტიის ხელმძღვანელობას უფლებამოსილება, სხვა პარტიებთან ვაწარმოოთ კოორდინაცია და მოლაპარაკებები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

ევროპული საქართველო მანდატის გამოყენებას არ აპირებს და აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, ასეთია პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება“, – აცხადებს აკაკი ბობოხიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საუბრისას.

ბოკერია საშვის გარეშე მაინც ვერ შემოდიოდა და რას უყარეს კენჭი, ვერ მივხვდი, სახუმარო და ანეკდოტის თემაა: ზარქუა “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებზე

“ევროპულმა საქართველომ” პარტიის დაშლაში კლასი აჩვენა, ფაქტობრივად, ერთმანეთიც არ გაულანძღავთ: ხვიჩია

პოპულალურები