LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპულმა საქართველომ” პარტიის დაშლაში კლასი აჩვენა, ფაქტობრივად, ერთმანეთიც არ გაულანძღავთ: ხვიჩია

86
იაგო ხვიჩია

“ევროპულმა საქართველომ” პარტიის დაშლაში კლასი აჩვენა. ამხელა პარტია ისე დაიშალა, რომ, ფაქტობრივად, ერთმანეთიც არ გაულანძღავთ და ზედმეტი სიტყვებიც არ ყოფილა.” – სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებას პარლამენტში არ შესვლაზე, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერიც აფასებს.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შედის – პოლიტსაბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

იაგო ხვიჩია პარტიიდან ტარილე ნაკაიძის წასვლასაც ეხმიანება და ამბობს, რომ შეემატება თუ არა ოპოზიციას კიდევ ერთი დეპუტატი, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად აქტიური იქნება ნაკაიძე.

ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა და პარლამენტში შედის

“გვემატება თუ არა ოპოზიციას კიდევ ერთი დეპუტატი, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად იქნება აქტიური ბატონი ტარიელი ნაკაიძე და ჩართული იმ საქმეებში, რომელიც ჩემს ინტერესებშიც არის და მე მაინტერესებს. ისე, ზოგადად, ოპოზიციონერი იყოს, მაგრამ არც ერთ ინტერესში არ ვემთხვეოდეთ, რავიცი გინდა შემოსულა და გინდა არა.

“ევროპულმა საქართველომ” აჩვენა კლასი პარტიის დაშლაში. ამხელა პარტია ისე დაიშალა, რომ ფაქტობრივად ერთმანეთიც არ გაულანძღავთ და არ ყოფილა ზედმეტი სიტყვები. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ვისწავლოთ. ბოლო პერიოდში ცოტა აურიეს, თორემ მანამდე კარგად მიდიოდნენ. ეს არევა, ჩემი აზრით, არჩევნებზე ნაჩვენებმა არადამაკმაყოფილებელმა შედეგმა გამოიწვია.” – თქვა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველო” პარლამენტში არ შედის. პარტიის გადაწყვეტილება გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ დღეს გამოაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის პარლამენტი არალეგიტიმურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები