LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შედის – პოლიტსაბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

86
evropuli saqartvelo

“ევროპული საქართველო” პარლამენტში არ შედის. პარტიის გადაწყვეტილება გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ გამოაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი არალეგიტიმურია.

„დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, “ევროპული საქართველო” ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მონაწილეობას არ მიიღებს. ბატონი ტარიელ ნაკაიძე ან დატოვებს “ევროპულ საქართველოს” ან დატოვებს პარლამენტს“, – განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერებმა და წევრებმა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გარდა, წინასაარჩევნოდ “ევროპული საქართველოს” სტრატეგიაზე იმსჯელეს და პოზიციები შეაჯერეს.

“ევროპული საქართველოს” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტია სამ ძირითად საკითხს განიხილავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები