LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საქართველოს” პოზიცია მყარია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს, არ ვცვლით პოზიციას პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ: გიგა ბოკერია

83
გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარისა და ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თითქმის ერთსულოვნად პარტიის პოზიცია არის, რომ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში  მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

აღნიშნულის შესახებ გიგა ბოკერიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ პარტია პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს. შესაბამისად, ბოკერიას თქმით,  „ევროპული საქართველო” იმ 2 მანდატს, რომელიც დღეს პარტიას გააჩნია, პოლიტიკურად არ გამოიყენებს.

“ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში განსხვავებული აზრი გვქონდა, მინდა მადლობა ვუთხრა – მას სურვილი ჰქონდა, რომ ჩვენი პარტიის სახელით პარლამენტში ყოფილიყო წარმოდგენილი, უფრო მეტიც, სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც პარტიის შიგნით გვქონდა, თუ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში, თუ სიები აღდგებოდა, ის იმ კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაუთმობდა ადგილს, მაგრამ რადგან ჩვენ პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში მონაწილეობას არ მივიღებთ , ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის ამ პარლამენტში „ევროპულ საქართველოს” არ წარმოადგენს,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევლენ, ხოლო იმ ერთს მანდატს, როგორც ეს ბოკერიამ განაცხადა, რომელიც ელენე ხოშტარიას პრინციპული პოზიციის გამო ჯერ კიდევ აქვთ, პარტია არ გამოიყენებს.

“ტარიელ ნაკაიძეს ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში, თუკი ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, უფრო მეტიც, თუკი იქნებოდა სრულფასოვნად ამოქმედებული ყველა რეგულაცია, სხვა ადამიანი დაიკავებდა მის ადგილს, მაგრამ ამის მიუხედავად, „ევროპული საქართველოს” პოზიცია მყარია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს და არ ვცვლით პოზიციას პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ,” – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, “ევროპულმა საქართველომ” სამი ძირითადი საკითხი განიხილა. პარტიის გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შედის. ხოლო, პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა და პარლამენტში შედის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები