LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია სააკაშვილზე: მინდა, აქედან მოვიკითხო, ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, მასზე ბევრს ვფიქრობ და ძალიან ბევრს ვნერვიულობ

118
Untitled design (2)

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სიტყვით გამოსვლის დროს “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ექსპრეზიდენტს მიმართა.

“მიხარია, სანდროს და სოფოს რომ ვხედავ… ვგმობ, მოსამართლე ჩხიკვაძის შვილებისა და მეუღლის ბულინგს” – გვარამიამ შვილს და მეუღლეს მიმართა

როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, მას ძალიან უყვარს მიხეილ სააკაშვილი, ბევრს ფიქრობს მასზე და ძალიან ბევრს ნერვიულობს:

“მიშა სააკაშვილი ვახსენე და მინდა, აქედან მოვიკითხო, ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, ბევრს ვფიქრობ მასზე და ძალიან ბევრს ვნერვიულობ, მინდა გავამხნევო, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ მეგობრებო, ჩვენ თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ სიბნელე, მაშინ ჩვენ თვითონ არ უნდა ვიყოთ შერჩევითები იმ სიკეთეებში, რასაც ვიცავთ.

სიკეთეების შერჩევითობა დამარცხების რეცეპტია. არ შეიძლება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა დაგმოს და გაემიჯნოს ურსულა ფონ დერ ლაიენი, საოცრება, ნეტა მართლა არ წაიკითხავდეს, არ შეიძლება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში ციტირებდე მუდმივად იმას, რაც გაწყობს და გვერდს უვლიდე მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერს, სირცხვილია, მაგრამ თავი დავანებოთ სირცხვილს, კომპრომისია სინდისთან და სინდისთან კომპრომისზე წასული ადამიანები ვერ იგებენ სინათლის სახელით ომებს, ვერა, წერტილი, არაფერი სხვა ამას არ სჭირდება”, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 

სასამართლომ გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განუსაზღვრა.

გვარამია ცნობილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა…”ქართული ოცნება” გახდა გოიმობა: ნიკა გვარამია

გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას – მედიის ადვოკატირების კოალიცია

“დეჟავიუ” მაქვს, 10 წლის წინ, როდესაც სათავეში ოლიგარქი მოვიდა, პირველი იყო ნიკა გვარამია, რომელიც დააკავა: გვარამიას მეუღლე

“ოდესღაც იძულებით დაატოვებინეს სოხუმის სახლი… ნიკამ შიშზე დიდი ხნის წინ გაიმარჯვა, ახლა ვეღარაფერი შეარყევს” – რას წერს ხერხეულიძე გვარამიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები