LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დეჟავიუ” მაქვს, 10 წლის წინ, როდესაც სათავეში ოლიგარქი მოვიდა, პირველი იყო ნიკა გვარამია, რომელიც დააკავა: გვარამიას მეუღლე

205
Untitled design (1)

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 13:00 საათზე “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დაიწყო.

სასამართლოში მივიდა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს კონკრეტული მოლოდინები არ აქვს.

მისივე თქმით, აქვს “დეჟავიუს” შეგრძნება, რადგან 10 წლის წინ, როდესაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, პირველი სწორედ ნიკა გვარამია დააკავა:

“პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ თითქოს “დეჟავიუ” მაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ აქ ნამყოფები ვართ – 10 წლის წინ, როდესაც ქვეყნის სათავეში ოლიგარქი მოვიდა, პირველი იყო ნიკა გვარამია, რომელიც დააკავა, იმიტომ, რომ ნიკა იყო პირველი, რომელმაც საზოგადოებას და ჩვენ, ყველას მიგვანიშნა, რომ ეს არ არის ქველმოქმედი ადამიანი და ეს არის ოლიგარქი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ დღეს ნიკა ციხეშია.

მე დღეს კონკრეტული მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ იმ ადამიანებს, მოსამართლეებს, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები, ეყოფათ სიმამაცე, გამოიჩენენ ნებას და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც საჭიროა არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, იმიტომ, რომ მეც მჯერა, ასე ამბობენ და ასე არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერაც, რომ ნიკას თავისუფლება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის თავისუფლებასთან, ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნიკასნაირად ადარდებთ საკუთარი ქვეყნის მომავალი”, – განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განუსაზღვრა.

გვარამია ცნობილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

“ოდესღაც იძულებით დაატოვებინეს სოხუმის სახლი… ნიკამ შიშზე დიდი ხნის წინ გაიმარჯვა, ახლა ვეღარაფერი შეარყევს” – რას წერს ხერხეულიძე გვარამიაზე

ფოტო კოლაჟში: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები