LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა…”ქართული ოცნება” გახდა გოიმობა: ნიკა გვარამია

117
gvaramia-7-.png

“მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა. ქართული ოცნება გახდა გოიმობა. ” – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მაგიური სიტყვაა, მე საერთოდ არ მომწონს, რომ ეგრეა, მაგრამ მაგიური სიტყვაა ქართველებისთვის, ცოტა სნობი ქართველებისთვის. ქართული ოცნება არის გოიმობა, მისი დაცინვა არის ტრენდი. ამ მთავრდება ყოველთვის ყველა ხელისუფლება. ქართული ოცნება გოიმობა და დასაცინი არის საერთაშორისო აქტორების მიერაც.” – განაცხადა გვარამიამ

შეგახსენებთ ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ორივე მხარის მიერ.

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა. ნიკა გვარამიას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე აქვს განსაზღვრული – საუბარია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდზე, რომელიც “პორშესა” და 6 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხება.

ამავე თემაზე:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები