LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა ძალადობრივი ხასიათი არ მიიღოს: შსს

66
შსს

“მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.” – შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან დაანონსებულ მდუმარე აქციას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

უწყების მიმართვაში აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს:

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაანონსდა “მდუმარე აქცია”, რომლის პარალელურად, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

აქვე, არსებული რისკების გათვალისწინებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ – ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს 20:00 სათზე პარლამენტთან მდუმარე აქცია იმართება. მდუმარე აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან, ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების ჯგუფები

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დაანონსებულ მდუმარე აქციას თბილისი პრაიდიც უერთდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები