LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან მდუმარე აქციის მონაწილეები იკრიბებიან, ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების ჯგუფები

83
1

დღეს, საღამოს 20:00 საათზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში უკვე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყებები.

ადგილზე შეკრება დაიწყეს აქტივისტებმაც. 

შეგახსენებთ, “თავისუფლებისთვის” – ამ სახელწოდების აქციის ორგანიზატორებს შორის არიან პოლიტიკური პარტიები, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “ევროპული საქართველო” და პოლიტიკური მოძრაობა “დროა”.

აქციის შესახებ ისაუბრა ზურა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ გუშინ განვითარებული მოვლენები ქვეყნისთვის კატასტროფაა.

“თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას, თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ საკუთარ თავს, საკუთარ შვილებს, საკუთარ ცხოვრებას და დამოუკიდებლობის წლებში მოპოვებულ მცირედ თავისუფლებას, ხვალ ამას ვეღარ მოვახერხებთ – ქალაქის ქუჩებში მობოგინე საპატრიარქო-ოცნების კოალიცია ჩაგვყლაპავს!

გამოდით დღეს, 20:00 საათზე რუსთაველზე, ვაჩვენოთ მათ, რომ ბევრნი ვართ, ბევრნი ვართ ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი არ გვძულს!” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დაანონსებულ მდუმარე აქციას თბილისი პრაიდიც უერთდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები