LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ეს კრიმინალია, კრიზისი ამ ღამესვე გადაწყდება, მაგრამ თუ პოლიტიკური მიზნით დაგეგმილია, შესაძლოა, მძიმე შედეგები დადგეს“ – ექსპერტი

507
BeFunky-collage

“ჩვენ შესაძლოა საქმე გვქონდეს ან კრიმინალთან ან პოლიტიკურ ტერორიზმთან” – ამის შესახებ “ფორტუნას” ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხში, ბესო ალადაშვილმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში თავდამსხმელის მიერ მძევლების აყვანასთან დაკავშირებით განუცხადა.

“თუ ეს კრიმინალია, ამ პიროვნებას საკმაოდ არარეალისტური მოთხოვნები აქვს და ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეს კრიზისი ამ ღამესვე გადაწყდება. მაგრამ თუ ეს არის პოლიტიკური მიზნით დაგეგმილი, გასაგებია, რომ არჩევნებია ათ დღეში, სამწუხაროდ, შესაძლოა, მძიმე შედეგები დადგეს, იმისთვის, რომ ამ კონკრეტულმა შედეგმა აჩვენოს ხელისუფლების უუნარობა კრიმინალთან ბრძოლაში” – განაცხადა ბესო ალადაშვილმა.

როგორც ექსპერტმა “ფორტუნას” “დღის თემაში ” აღნიშნა, ბევრი კითხვა გააჩინა სატელევიზიო ლაივ ჩართვებმა.

“გარკვეული არაარგუმენტირებული მოთხოვნა, რომ აგერ უკვე რამდენიმე საათია პოლიცია არ მიმართავს ღონისძიებებს, ეს ბუნებრივია ან არაპროფესიონალიზმის შედეგია, ან წინასწარ დაგეგმილი, ჩაფიქრებული პროვოკაცია.
მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სიჩქარე უფრო მძიმე შედეგების მომტანია. მოლაპარაკებებით უნდა ხდებოდეს ოპერატიული ღონისძიების ჩატარება. ეს ყველაფერი ღია ეთერში არც უნდა ითქვას”, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბესო ალადაშვილმა.

შსს ლაივ სიგნალის გათიშვას ითხოვს: რამდენიმე ტელევიზიამ დამნაშავე პირდაპირ ეთერში ჩართო

შეიარაღებული პირი ზუგდიდში,  “საქართველოს ბანკში” უკვე რამდნეიმე საათია იმყოფება და 18 პირი მძევლად ჰყავს აყვანილი. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია. გადაკეტილია ბანკის მიმდებარე ქუჩები.

ზუგდიდში იმყოფება შს მინისტრი. არსებული ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური მერიის შენობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორიას და ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას ხვდება.

პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ: ირაკლი კობახიძე მედიის მუშაობაში დანაშაულს ხედავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები