LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ: ირაკლი კობახიძე მედიის მუშაობაში დანაშაულს ხედავს

151
FORTUNA.GE (19)

“ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად და უვნებლად გათავისუფლებაა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია სამართალდამცველ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას.

„სამწუხარო და შემაფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. პოლიტიკოსების მხრიდან ათზე მეტი განცხადება გაკეთდა. ეს პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა იყო, რაც ასეთ ვითარებაში გამაოგნებელია. ეს არის პოლიტიკური მოროდიორობა, რასაც ჩვენ მათგან, სამწუხაროდ, დიდი ხანია მიჩვეულები ვართ.

საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშულებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს. ამას გეუბნებით როგორც იურისტი.

როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, 19 მძევალი გასათავისუფლებელია და “გლავ კანალის“ და “პერვი კანალის“ ჟურნალისტი პრემიერ გახარიას დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება, ეს არის სირცხვილი.

გამაოგენებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთარში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას პასუხისმგებლობაა, სამართალდამცველებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

 

 

შეგახსენებთ, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შეიარაღებულ თავდამსხმელს 19 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები