LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უმუშევარია 300 ათას ადამიანზე მეტი, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 22 %-ია: ღარიბაშვილი

66
ირაკლი ღარიბაშვილი

“დღეს საქართველოში უმუშევარია 300 ათას ადამიანზე მეტი, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 22 %-ია,” – სტატისტიკურ მონაცემებზე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის დროს ისაუბრა და თქვა, რომ მაისის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღები არის 153 394 ოჯახი, ეს კი, დაახლოებით, 550 000 თანამოქალაქეა, მათ შორის 180 000 ბავშვი.

1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვებს 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ქვეყანამ თვალი უნდა გაუსწოროს პრობლემებს და გამოწვევებს, არა მხოლოდ ქვეყნის ოკუპაციის, არამედ უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონის მხრივაც:

“პარლამენტში ჩვენს წინა შეხვედრაზე გითხარით, რომ ჩემს ამოცანად მიმაჩნია, არ დავჯერდეთ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე მიღწეულ წარმატებებს და იმ პროგრესს, რომელიც ყველა მიმართულებით გვაქვს. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ პრობლემებსა და გამოწვევებს, არა მხოლოდ ქვეყნის ოკუპაციას, არამედ უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალ დონეს.

დღეს საქართველოში 300 ათას ადამიანზე მეტია უმუშევარი, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 22 %-ია. მაისის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღები არის 153 394 ოჯახი, ეს არის დაახლოებით 550 000 ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის 180 000 ბავშვი. მხოლოდ ეს ციფრები გვარწმუნებს, რომ საჭიროა უფრო ენერგიული ნაბიჯები გადავდგათ განვითარებისკენ.” – თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო:

გასული წელი იყო ძალიან რთული არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის. მარტში ეკონომიკა 4 %-ით გაიზარდა და აპრილში გვქონდა რეკორდული, 44.8% ზრდა. მაისში ჩვენ ველოდებით 20%-ზე მეტ ზრდას. არ მინდა მოვლენებს დავასწრო. ძალიან მალე იქნება გამოქვეყნებული მაისის თვის ზრდის სტატისტიკური მონაცემები.” – თქვა პრემიერმა.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერი პარლამენტში ანგარიშის წარადგენს და ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმაზე საუბრობს.

უფრო ვრცლად:

შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფცია: ღარიბაშვილი

პოლიციელების შრომითი ანაზღაურება გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება: პრემიერი

პრემიერი: პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა

ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის წარმატებაა ჩემი შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად, ეკონომიკის გაჯანსაღების წელია: პრემიერის ანგარიში

ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის წარმატებაა ჩემი შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

ავღანეთში ნატო-ს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას: ღარიბაშვილი

ეფექტიანად ვმუშაობთ უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად – პრემიერი ზაზა გახელაძესა და ბებუაზე

1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვებს 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან

ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მცირე ზომის ციხეების შექმნაა, არასრულწლოვანი პატიმრები საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსდებიან: პრემიერი

 

 

პოპულალურები