LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში ნატო-ს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას: ღარიბაშვილი

81
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მიონისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის დროს კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ავღანეთში ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე და ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ავღანეთში ნატო-ს მისიებში ქართველმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია ქვეყანას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ უმთავრესი მიზანი საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციაა:

“ავღანეთში ნატო-ს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას. მე მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს გმირ სამხედროებს, რომლებიც მისიას ასრულებენ ღირსეულად და სამშობლოში ბრუნდებიან.

საგარეო პოლიტიკაზე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. ჩვენი უმთავრესი მიზანია საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. შეგახსენებთ, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გავაკეთებთ ოფიციალურად. ღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირთან როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე ინსტიტუციურ დონეზე.

 

საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურებაა კონგრესის მიერ 2020 წლის ბოლოს დამტკიცებული საკანონდებლო აქტები. ასევე წელს, თებერვალში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენთა მიერ ხელახლა ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი”, გაზრდილი დაფინანსება. ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის. მე უკვე განვაცხადე, რომ საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი.” – თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

 

საკითხებს, რომელიც პრემიერის ანგარიშში მოხვდა, ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

პოლიციელების შრომითი ანაზღაურება გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება: პრემიერი

პრემიერი: პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა

ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის წარმატებაა ჩემი შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად, ეკონომიკის გაჯანსაღების წელია: პრემიერის ანგარიში

ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის წარმატებაა ჩემი შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

პოპულარულები