LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა ჩამოვიდა

132
phaizeri-w-h

საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა ჩამოვიდა. არსებული ინფორმაციით, ვაქცინის 29 250 დოზა, უკვე მიიტანეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ვაქცინები ყველა იმ ცენტრში გადანაწილდება, სადაც „ფაიზერით“ პირების იმუნიზაცია უნდა მოხდეს. ესენია ოთხი კლინიკა თბილისის მასშტაბით, ერთი ქუთაისის კლინიკა, ერთი კი – ბათუმის.

საქართველოში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო. 

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

25 მარტიდან კი ვაქცინაციის პროგრამა ფართოვდება – უწყებათაშორისი ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები უკვე ხვალიდან შეძლებენ, ვაქცინა გაიკეთონ. ამასთან როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე 65 წელს ზემოთ მყოფ პირებსაც, ექნებათ შესაძლებლობა, გარკვეული ლიმიტების ფარგლებში, “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერს” შორის არჩევანი გააკეთონ.

როგორც გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, დღეს საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინას ელოდებიან.

ცოტა ხნის წინ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ქვეყანაში ვაქცინის მიმართ უპრეცედენტო პასიურობა და უდიდესი სკეპტიციზმია. მან აღნიშნა, რომ ვაქცინა კვლავ უწყვეტად შემოვა, თუმცა, მასობრივი ვაქცინაცია, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება.

ხვალიდანვე უნდა დავიკაპიწოთ ხელები, რომ ჩავებათ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიაში: თენგიზ ცერცვაძე

დიპლომატების ოჯახები ვაქცინაციას დაექვემდებარებიან იმავე წესით, რითაც ხდება საქართველოს მოქალაქეთა აცრები

24 მარტის მონაცემებით, “ასტრაზენეკას” ვაქცინა უკვე გაიკეთა ჯანდაცვის სექტორის 4 048 მუშაკმა

დღესვე, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, როგორც კი შეამჩნევენ, რომ აქტივობა საკმარისად მაღალი არ არის, პროგრამა კვლავ გაფართოვდება და შემდეგი ასაკობრივი კატეგორია 55 წელს ზემოთ ჯგუფი იქნება.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანებისთვის ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოს, რასაც ასევე საზოგადოების ჩართულობა დასჭირდება.

გაბუნიას თქმითვე, თუ კორონავირუსის ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტიანად არ მოხდა, “კოვაქსიდან” ვაქცინების მომდევნო დოზების მოწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები