LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერის” ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში: ეკატერინე ტიკარაძე

142
ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსის საწინააღმდეგო “ფაიზერის” ვაქცინას საქართველოში ხვალ ელოდებიან.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ, საჩხერის სამედიცინო ცენტრში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის შემდეგ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, “ფაიზერის” ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ყველა იმ ცენტრში გადანაწილდება, სადაც აღნიშნული ვაქცინით მოქალაქეების აცრა დაიწყება.

“როგორც ჩვენთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, “ფაიზერის” ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში. შესაბამისად, მოხდება პირველ ლოკაციაზე – დაავადებათა კონტროლის ცენტრში მისი ტრანსპორტირება, ხოლო შემდეგ გადანაწილდება უკვე ყველა იმ ცენტრში, სადაც მოხდება “ფაიზერით” პირების ვაქცინირება. ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე ყველა იმ დაშვებული ჯგუფისთვის, რომელიც გუშინ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადდა.” – აღნშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ,  ეკატერინე ტიკარაძემ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ცოტა ხნის წინ, საჩხერის სამედიცინო დაწესებულებაში საჯაროდ გაიკეთა.

ვაქცინაციის პროესი ქვეყანაში 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან. საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი, უკვე 25 მარტიდან ვაქცინით აიცრებიან 65 წელს ზემოთ მყოფი პირები. 

პოპულალურები