LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანიკიძე სააკაშვილზე: ჩაწოლილია და ვეღარ დგება, რად უნდა ამას დასკვნები, კლავენ კაცს, ბიძინა კლავს

88
Untitled design

დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

„რატომ არის, რომ ვერ გადაადგილდება, სცვივა თმები, ტყდება ფრჩხილები, წიგნებს ვეღარ კითხულობს, თვალებში სინათლე დააკლდა..“ – სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, საზოგადოებას გაუგონარი ფაქტების მოსმენა მოუწევს

როგორც სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, „მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილი კლავს“. სანიკიძე ასევე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მომავალში დიდ პოლიტიკაში ხედავს.

„მიშას დიდ პოლიტიკაში ვხედავ, როგორც ძალიან სერიოზულ და დიდ მოთამაშეს. როგორც ომის პირობებში, ისე ომის შემდგომ პირობებში ვხედავ უფრო უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპაში, რასაც დიდი გავლენა ექნება საქართველოზეც. მისი გათავისუფლება მოუწევთ.

ადამიანი ფეხით შევიდა სამკურნალოდ და ახლა საწოლშია ჩაწოლილი, კვდება კაცი. მე ხომ არ მჭირდება ვიღაცისგან ამბის გამოტანა და „მარშრუტკის ჭორები“, დინამიკას ვხედავ – თვე ნახევრით ადრე რომ ვნახე, ხან იჯდა, ხან ფეხზე დგებოდა და ოთახში მოძრაობდა, ბოლოს რომ მივედი, დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩაწოლილია და ვეღარ დგება, განახევრებულია.

რად უნდა ამას დასკვნები, კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ, ბიძინა კლავს. შედეგს რომ იაზრებს, ზუსტად ამაშია საქმე. არ მოაკვლევინებენ მიშას, გამორიცხულია. ომი მიდის, რასაც გპატიობენ მშვიდობის დროს, იმას ომის დროს არ გაპატიებენ. ქვეყნის გარეთ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია მიდის. აქამდე ის ითვლებოდა ცელქ პოლიტიკოსად, რომელმაც რუსეთს უმიზეზოდ პროვოცირება გაუკეთა, ახლა კი გამოდის რომ არის მსხვერპლიც და გმირიც.

მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოიყვანს მიხეილ სააკაშვილი. ახლა მისი მეხოტბეები მომრავლდებიან. ხედავთ, ოპოზიციაში რა განწყობებია? ადრე რომ ამბობდნენ, არ გვინდა მიშა, დაგვანებოს თავი, ხელს გვიშლის, ხან „იდაყვი“, ხან „წიხლიო“, ახლა ყველა მიშას სახელს იძახის“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარია ტუბერკულოზზე, დემენციასა და კიდევ 34 დაავადებაზე

ნინო წილოსანი: მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება ითქვას, სასათბურე პირობებშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები