LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ არის, რომ ვერ გადაადგილდება, სცვივა თმები, ტყდება ფრჩხილები, წიგნებს ვეღარ კითხულობს, თვალებში სინათლე დააკლდა..“ – სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, საზოგადოებას გაუგონარი ფაქტების მოსმენა მოუწევს 

102
მიშა და შალვა ხაჭაპურიძე

მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ დაცვის მხარეს უამრავი ლეგიტიმური შეკითხვა აქვს, რაზედაც პასუხები ჯერჯერობით ვერ მიიღეს:

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ადამიანი ორი სიტყვითაც აღწერო, [მე მაინტერესებს სამართლებრივი კუთხით]. ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემის მიზანია ადამიანს სასჯელი მოახდევინოს, თუმცა ამ სასჯელის მოხდის პერიოდში, მას [პატიმარს] აქვს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება.

ნინო წილოსანი: მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება ითქვას, სასათბურე პირობებშია

სააკაშვილი თავისი ფეხით შევიდა ჯანმრთელი და ახლა ვერ გადაადგილდება. მე კითხვები მაქვს, გნებავთ კლინიკისადმი, იუსტიციის სამინისტროსადმი, პენიტენციური დაწესებულებისადმი, რატომ აქვს სააკაშვილის უკვე 8 თვეა 38 სიცხე.

რატომ არის, რომ ვერ გადაადგილდება; რატომ აქვს მარჯვენა მხარის სახსრის გაუგონარი, გაუსაძლისი ტკივილები; რატომ არის, რომ მას სცვივა თმები, ტყდება ფრჩხილები, რატომ არის, რომ გაჩნდა ეჭვი ტუბერკულოზთან დაკავშირებით, რატომ არის, რომ ამ დაავადებებში უამრავი ორგანოა ჩათრეული.

ყოველ კვირას რაღაც ახალი დაავადება ჩნდება და რატომ ხდება, რომ არის ბევრი დაუდგენელი დიაგონეზები? უამრავი რატომაა და სამწუხაროდ, ჩვენს ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხები არ გვაქვს.. მესმის რაღაც გაუგონარი ტერმინი, რომ სტრესი აქვს..

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარია ტუბერკულოზზე, დემენციასა და კიდევ 34 დაავადებაზე

ნებისმიერ ნევროლოგს ვკითხოთ, რამდენ ხანს გრძელდება სტრესით გამოწვეული სიცხე, მივიღებთ პასუხს, რომ რამდენიმე დღე შეიძლება ისიც 37, 38 სიცხე სისტემატურად არ შეიძლება ამით იყოს გამოწვეული.

წიგნებს ვეღარ კითხულობს, თვალებში დააკლდა, საკვებს სრულყოფილად ვერ იღებს და თურმე ეს ყოფილა სტრესის და რაღაც კიდევ გაუგონარი ტერმინი რომ მოიგონეს, პატიმრობასთან შეუთავსებლობა, რომელ ლიტერატურაში ამოიკითხეს, ეს პასუხები ნორმალურია? საზოგადოებას მოუწევს მოისმინოს გაუგონარი ფაქტები!,“ – განაცხადა „ტვ პირველთან“ საუბრისას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ.

“ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ისე არის მიგდებული, 80 კილოა, ჩამომხმარია” – გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები