LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვის დაიღუპება ათასობით მამაკაცი? პუტინის სასახლისთვის? – რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციების ჩატარებას გეგმავენ

82
Untitled design

ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას, რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.

როგორც მედიასაშუალებები წერენ, რუსებს მობილიზაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე იწვევენ.

საპროტესტო ღონისძიებაზე მისვლისკენ საზოგადოებას მოძრაობა „ვესნა“ მოუწოდებს. 

„არა საფლავებს! საყოველთაო რუსული საპროტესტო აქცია. დღეს, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე. ყველა ქალაქის ცენტრში“, – ასეთია მოწოდება.

საპროტესტო აქციებისკენ რუსეთის ყველა დიდ ქალაქში მოუწოდებენ, აქციები დღეს, 21 სექტემბრის საღამოს უნდა გაიმართოს.

„ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს მამაკაცს – ჩვენს მამებს, ძმებს და ქმრებს – ჩაყრიან ომი ხორცსაკეპ მანქანაში. რისთვის დაიღუპებიან ისინი? რატომ დაღვრიან ცრემლს დედები და ბავშვები? პუტინის სასახლისთვის?“ – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

განკარგულების მიხედვით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება და უპირველესად მათ, ვისაც უმსახურია შეიარაღებული ძალებში, აქვს გარკვეული რაიმე სპეციფიკური სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

პოდოლიაკი: „სამდღიანი“ ომის 210-ე დღე, რუსებმა მიიღეს – მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ციხე დეზერტირობისთვის, ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს

პუტინი: ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები