LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

144
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ვიდეომიმართვაში, რომლითაც კრემლის მიერ კონტროლირებული მედიის ცნობით, პუტინი გასულ საღამოს უნდა გამოსულიყო, თუმცა, დღეს დილით აჩვენეს, მან განაცხადა:

„საუბარია ნაწილობრივ მობილიზაციაზე, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება და უპირველესად მათ, ვისაც უმსახურია შეიარაღებული ძალებში, აქვს გარკვეული რაიმე სპეციფიკური სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.“

კრემლის ლიდერის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან, 21 სექტემბრიდან შევიდა და მიზნად ისახავს რუსეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და უკრაინის „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრები ხალხის დაცვას.

პუტინის განცხადებითვე, რუსეთი უზრუნველყოფს ამ ტერიტორიებზე დაგეგმილი „რეფერენდუმების“ უსაფრთხოდ ჩატარებას.

კულება: მოჩვენებითი „რეფერენდუმები“ არაფერს შეცვლის, უკრაინა ტერიტორიების გათავისუფლებას გააგრძელებს