LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად სწორია ნარკომომხმარებლების ავადმყოფებად განხილვა? მგონია, რომ ამ ხალხს საქმე “გავუხურეთ” – ხვიჩია ლომჯარიას

71
1

დღეს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიში წარადგინა და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარიას კითხვით მიმართა “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ. დეპუტატი დაინტერესდა, რამდენად სწორია ნარკომომხმარებლების ავადმყოფებად განხილვა და ასევე დაინტერესდა, რა ტიპის ამნისტიაზე იქნებოდა თანახმა სახალხო დამცველი და რა სახის ამნისტიის განხორციელებაზე დაეხმარებოდა პარლამენტის წევრებს:

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ნარკომომხმარებლებს არ უყურებს, როგორც ავადმყოფებს და ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს საქმე “გაუხურეს”, რადგან ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ და ხან ციხეში სვამენ, ხანაც დამნაშავეებს უწოდებენ:

“რამდენად სწორია ნარკომომხმარებლების ავადმყოფებად განხილვა? რომ გადავიტანოთ ეს ანალოგია ალკოჰოლზე, ალკოჰოლის მომხმარებლები ავტომატურად შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ ლოთებად? ზოგადად, ასე უყურებთ თუ არა, როდესაც საქმე ეხება სხვა ტიპის ნარკოტიკს. ნებისმიერ შემთხვევაში როგორც არ უნდა უყურებდეთ, დავუშვათ უყურებთ, როგორც ავადმყოფებს ამ ხალხს? მე არ ვუყურებ, როგორც ავადმყოფებს. მგონია, რომ ამ ხალხს საქმე „გავუხურეთ“, ცხოვრების საშუალებას არ ვაძლევთ, ხან ციხეში ვიჭერთ და დამნაშავეებს ვეძახით, იმ შემთხვევაში, როცა მათი დაცვა გვინდა, ავადმყოფებს ვეძახით მათი დაცვის მიზნით, რაც ასევე არასწორი მგონია.

ნებისმიერ შემთხვევაში მაინტერესებს სახალხო დამცველის აზრი, თუ ამ ხალხს ასე უყურებთ და ისინი ახლა ციხეში სხედან, რა ტიპის ამნისტიაზე იქნებოდა თანახმა სახალხო დამცველი და რა ტიპის ამნისტიაზე დაგვეხმარებოდა პარლამენტის წევრებს, რომლებსაც ეს გვინდა ამ ადამიანებზე, რომლებიც ნარკომოხმარების გამო ციხეში სხედან. მაგალითად, თანახმა იქნებოდით სასჯელის 25%-იან, ნახევრით შემცირებაზე, ან საერთოდ მათი ციხიდან გამოშვებაზე? ზოგადად, ამნისტიის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს სახალხო დამცველს ნარკოპოლიტიკის ნაწილში? თქვენი აზრით, ახლა რა ტიპის საჭიროება არის და რა რეკომენდაციას მოგვცემდით ამ თვალსაზრისით, რა ტიპის ამნისტიაზე უნდა ვიფიქროთ ზოგადად?”- იკითხა იაგო ხვიჩიამ.

არასათანადო მკურნალობა, გარდაცვლილი პატიმრები, პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობა და გახმაურებული საქმეების გამოძიება – ომბუდსმენი პარლამენტს ანგარიშს აცნობს

შევისწავლეთ გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე, დადგინდა, რომ მათ ჰქონდათ მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა არ გაუწიეს: სახალხო დამცველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები