LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საკითხებზე იმუშავებენ პრეზიდენტები უკრაინაში ზურაბიშვილის მომავალი ვიზიტის დროს – საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

80
Untitled design (4)

საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

უკრაინის საზღვართან მიმდინარე პროცესებზე სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან დღეს, ტელეფონზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონზე ესაუბრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ პროვოკაციების მიმართ გამძლეობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, იმოძრაონ საერთო უსაფრთხოების ერთადერთი მიმართულებით, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

“ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ნატო-სა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ გამოიყენებენ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს.” – წერია გავცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება მას შემდეგ გამწვავადა, რაც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ განაცხადა და უკრაინის საზღვართან 4 000-კაციანი სამხედრო დაჯგუფება განათავსა.

მხარეებს შორის დაპირისპირებას რამდენიმე სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

აშშ, ევროპა და სხვადასხვა ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთ-უკრაინის საზღვართან განვითარებული მოვლენების გამო და უკრაინას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ.

პოპულალურები