LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ და ნატო ოფიციალურ მოსკოვს დეესკალაციისკენ მოუწოდებს, უკრაინას კი მხარდაჭერას ჰპირდება

50
Untitled design

ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო შეშფოთებას გამოხატავენ უკრაინის საზღვართან, რუსი სამხედროების ქმედებებზე, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ოფიციალურ მოსკოვს დეესკალაციისკენ და ურჩევენ, არ დაუშვას სამხედროების დიდი რაოდენობით განთავსება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის აღმოსავლეთ საზღვართან.

ამის შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრეს.

მათ ასევე შეხვედრა გამართეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ქვეყანას მხარდაჭერას დაჰპირდნენ.

ენტონი ბლინკენმა რუსეთი პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ ვითარებამ უკრაინა და დასავლეთი შეაშფოთა.

იენს სტოლტენბერგმა რუსეთის ქმედებებს გაუმართლებელი, აუხსნელი და ღრმად შემაშფოთებელი უწოდა.

როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, შტატების ადმინისტრაცია მზად არის, დაეხმაროს უკრაინას, რათა მან  თავდაცვის უზრუნველყოფა შეძლოს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კი განაცხადა, რომ კიევი მიესალმება დემოკრატიული სამყაროს ამ მხარდაჭერას და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, მოსკოვს განუმარტოს, რომ იგი გადაიხდის საფასურს თავისი აგრესიისთვის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები