LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს

109
BeFunky-collage-11

“რადგან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი”. – აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ. მისი თქმით, აღნიშნული შუამდგომლობით უწყება სასამართლოს სულ მალე მიმართავს.

სადრაძე ამბობს, რომ მიზანშეწონილად აღარ მიაჩნიათ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებს გამოყენება:

“ბრალდებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული, პრაქტიკულად ყველაფერი არის ზედაპირზე და ჩვენ ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება. რადგან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი. ამ ეტაპისთვის, მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებს გამოყენებას. ჩვენ ბრალდებულებების ქმედების აღიარება ვიდეო და აუდიომტკიცებულებებით მოვიპოვეთ, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით საკმაოდ პრინციპულები”. – აღნიშნა პროკურორმა.

შეგახსენებთ,  პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

13 იანვარს პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა კი სასამართლოში გრძელდება.

ცოტა ხნის წინ, ადვოკატებმა მოითხოვეს მელაშვილისა და ილიჩოვას პატიმრობის გაუქმება და თქვეს, რომ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

ჩვენი მოთხოვნაა გაუქმდეს პატიმრობა, არ არსებობს მელაშვილი-ილიჩოვას დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება – ადვოკატები