LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მოთხოვნაა გაუქმდეს პატიმრობა, არ არსებობს მელაშვილი-ილიჩოვას დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება – ადვოკატები

87
ილიჩოვა მელაშვილი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუზუსტდათ.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ფარული ჩანაწერი, რომელიც ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული – კარტოგრაფების საქმე

დღეს ბრალდებულების ადვოკატებმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ბრიფინგი გამართეს.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რითაც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა დამტკიცდება.

“დღეის მდგომარეობით, ამ საქმეში, ფაქტობრივად, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც გამოდგება იმისთვის, რომ რაიმე ფორმით დანაშაულებრიობა დაამტკიცოს ამ ორი ადამიანის, თუმცა ასეთი ბუნებაშიც ვერ იარსებებს, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ“. -აცხადებს ივერი მელაშვილის ადვიკატი ედუარდ  მარიკაშვილი.

"რატომ მივეცით ეს ნაწილი, რა მუღამი იყო?" - რა პასუხი აქვს სკანდალურ ჩანაწერზე მელაშვილის მეუღლეს

„რაც არ უნდა თქვან, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას  ბრალეულობას ვერ დაამტკიცებენ“.

 

ადვოკატები აცხადებენ, რომ წინასასამართლო სხდომამდე მათ მასალებზე წვდომა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ეზღუდებოდათ.

„ეს არ იყო შეჯიბრებითი და თანასწორი პროცესი. საქმეში მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული დაცვის მხარის წინააღმდეგ. შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმავლობაში გვქონდა არაერთი სირთულე, როგორიც იყო მაგალითად, პირველივე ეტაპზე ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებებზე სათანადო დაშვების შეზღუდვა. ასევე იყო პენიტენციური სამსახურის მიერ შეზღუდვა ბრალდებულთა სათანადო შეხვედრის, ამ საქმეში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს არაჯანსაღი ჩართულობა.

შუამდგომლობები დღეს შეეხება ექსპერტიზების დაუშვებლობას, სადაც ცალსახად არიან ჩართული დაინტერესებული და სუბიექტური პირები, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული და გეოდეზიური დეპარტამენტის თანამშრომელები, რომლებიც დიდი ალბათობით, მანამდეც მონაწილეობდნენ ამ საკითხების განხილვაში. შესაბამისად, შეუძლებელია მას რამე ფორმით ჰქონდეს ობიექტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა. ასევე შუამდგომლობებია სხვა მტკიცებულებების დაუშვებლობაზეც, რომლებიც საპროცესო კანონის დარღვევით არის მოპოვებული“. – განაცხადა მარიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ.

მარიკაშვილის განმარტებით, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა იქნას გამოყენებული, თუმცა ალტერნატივად სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გარკვეულ ფორმას შესთავაზებენ.

„მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ დღეს უნდა გაუქმდეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. ამ ადამიანებს სულ არ უნდა შეეფარდოთ, თუმცა თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ კიდევ არსებობს რამე საფრთხე,  თუმცა ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთის არსებობას, მზად ვართ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დავრჩეთ აღკვეთი ღონისძიების გარკვეული ფორმის ფარგლებში, თუმცა მოთხოვნა არის გაუქმდეს პატიმრობა“. – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ “კარტოგრაფების” საქმეზე გამოძიება დაასრულა და ჩანაწერები გაასაჯაროვა – საქმე საქალაქო სასამართლოში წარიმართება

პოპულარულები