LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პარტიულობის დროს არ არის, შეთანხმებული მოქმედებები გვჭირდება” – საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს

70
ხათუნა სამნიძე

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს და პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს.

არმგონია საგანგებო სხდომა საჭირო იყოს – პაპუაშვილი ოპოზიციის მოთხოვნაზე

ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიცია გეგმავს, რომ რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართოს:

“რაც უკრაინაში ხდება, ამას პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოსთან და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას პირდაპირ ეხება.

ასეთ რთულ ვითარებაში ძალიან მძიმეა იმის ყურება, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული განცხადებები არ კეთდება. ეს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ ესაუბრება.

ახლა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უნდა იდგეს აქ და საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესაუბრებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ვითარება არ გვაქვს. მოქალაქეებს არა აქვთ ინფორმაცია, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებმა იციან, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ხელისუფლება განცხადებებს უკვე უნდა აკეთებდეს, რასაც ვერ ვხედავთ.

პასუხისმგებლობა არის ჩვენს მხარესაც. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის კოორდინაცია. ასეთ ვითარებაში პარტიულობის დროს არ არის. ჩვენ შეთანხმებული მოქმედებები გვჭირდება”, – თქვა სამნიძემ.

ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია

პატრიარქი: საომარი მოქმედებები უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა!

“ვინც უკან ვეღარ ბრუნდება… შევიფარებთ” – ქართველები უკრაინელებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებს სთავაზობენ

ვიწყებთ კამპანიას უკრაინელი ხალხის თავშესაფრით დასახმარებლად – რა მიმართვას ავრცელებს ირაკლი კუპრაძე

ელენე ხოშტარია: შაბათამდე ვერ გავჩერდებით, დღეს თანადგომის დროა! გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაქცევის შესაჩერებლად: შალვა პაპუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები