LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაქცევის შესაჩერებლად: შალვა პაპუაშვილი

105
შალვა პაპუაშვილი

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ცოტა ხნის წინ, გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაქცევის შესაჩერებლად.

“სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაქცევის შესაჩერებლად და საერთაშორისო ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ამ რთულ დროს,” – წერს შალვა პაპუაშვილი ტვიტერზე.

 

პოპულარულები