LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს: ტიკარაძე მეუფე იაკობზე

318
1

დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც ბავშვების ინტერესებს დაიცავს,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალ ხელმძღვანელზე საუბრის დროს განაცხადა.

ნინოწმინდის პანსიონის დირექტორი იყო მეუფე სპირიდონი, ახლა ვარ მე: მეუფე იაკობი

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მანდატზე და მისი აღსრულების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ჯანდაცვის სამინიტრო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობს და ეს მიმართულება მომავალშიც გაგრძელდება:

“სახალხო დამცველს გააჩნია თავისი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს არ ყოფილა ხელშეშლა ამ ფაქტის მიმართებაში, ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ ყველა სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჯანდაცვის სამინიტროს კომპეტენციაში შედის და რა თქმა უნდა, ეს მიმართულება განხორციელდება.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების ინტერესებს.” – თქვა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ხელმძღვანელი მეუფე სპირიდონი ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჩაანაცვლა.

პოპულალურები