LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის პანსიონის დირექტორი იყო მეუფე სპირიდონი, ახლა ვარ მე: მეუფე იაკობი

71
iakobi 44

გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის პანსიონს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი უხელმძღვანელებს.

„ნინოწმინდის პანსიონს წლების მანძილზე სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავდა, რომელმაც პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა, ხოლო პანსიონის დირექტორი დღეიდან არის მეუფე იაკობი“, –  განუცხადა „ფორტუნას“ საქატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

„პატრიარქის გადაწყვეტილებით, პანსიონის დირექტორი იყო მეუფე სპირიდონი, ახლა ვარ მე”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, ნინოწმინდის პანსიონში საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც  საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ „ფორტუნას“ განუცხადა, პატრიარქმა პანსიონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო. თუმცა ამ დროისთვის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები