LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია “ქართული ოცნების” მხრიდან გაყინულია: ვაშაძე

38
გიორგი ვაშაძე

დღეს ბრიუსელში, ნატოს სამიტზე მსოფლიოს ლიდერები იკრიბებიან და მრავალ განსახილველ თემას შორის, საქართველოსაც უთმობენ დროს. სამიტის მნიშვნელობას არაერთგვაროვნად აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ არაფერი კეთდება განსაკუთრებული იმისთვის, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია დაჩქარდეს და რომ ფორმალურად ხდება მოჩვენებითი ვალდებულებების შესრულება.

მისი თქმით, ბოლო 9 წლის მანძილზე, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს იოტისოდენა ნაბიჯიც არ გადაუდგამს და ალიანსში ინტეგრაცია “ქართული ოცნების” მხრიდან გაყინულია:

“ჩათვალეთ, რომ ეს განცხადება საგანგებოა – ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია “ქართული ოცნების” მხრიდან გაყინულია! არაფერი კეთდება განსაკუთრებული იმისთვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ნატო-ში ინტეგრაცია. უბრალოდ, ფორმალურად ხდება შესრულება მოჩვენებითი ვალდებულებების, ვითომ ნატო-სკენ მივდივართ. რეალურად, ნატო-ში ინტეგრაცია გაყინულია.

ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც აქვს “ქართულ ოცნებას”. რატომ? არ ვიცი. ეშინიათ რუსეთის? ეშინიათ რამე სხვის? ან უბრალოდ მიზანმიმართულად აკეთებენ? არ ვიცი. ფაქტია, რომ ჩვენ იოტისოდენა ნაბიჯი არ გადაგვიდგამს წინ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში ბოლო 9 წლის მანძილზე. ნატო-ში ინტეგრაცია გაყინულია “ქართული ოცნების” მხრიდან.” – თქვა ვაშაძემ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ნატო-ს სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა დაფიქსირდეს: სამადაშვილი

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი იმართება. ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურები სხვა თემებთან ერთად, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები