LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მნიშვნელოვანია, ნატო-ს სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა დაფიქსირდეს: სამადაშვილი

40
სალომე სამადაშვილი

“ძალიან მნიშვნელოვანია, ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მომავალი ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა.” – ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი ეხმიანება ნატოს სამიტს, რომელიც ბრიუსელში დღეს გაიმართება და აღნიშნავს, რომ ის გზავნილი, რომელიც პარლამენტმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანია.

ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით, პარლამენტის სახელით მრავალპარტიული განცხადება მოვამზადეთ: კუჭავა

სალომე სამადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სამიტიდან იქნება პოზიტიური გზავნილები იმის მიუხედავად, რომ საქართველო მასში არ მონაწილეობს:

“სამწუხაროა, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ ნატო-ს სამიტში, მაგრამ იცით, რომ არაერთი საუბრის, არაერთი დიპლომატიური მცდელობის შედეგად, მათ შორის, რაც ოპოზიციასაც ჰქონდა გასული კვირების მანძილზე, ჩვენ გვეწვია არაერთი დელეგაცია როგორც ბალტიისპირეთიდან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამ დელეგაციებთან გვქონდა საუბარი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მომავალი ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა.

ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ის გზავნილი, რომელიც პარლამენტმა გააკეთა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, იქნება პოზიტიური გზავნილები ამ სამიტიდან იმის მიუხედავად, რომ ჩვენ იქ არ ვმონაწილეობთ.” – აღნიშნა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ნატო-ს მორიგი სამიტი იმართება. 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურები სხვა თემებთან ერთად, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები