LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: “ლელოს” და “გირჩის” გადაწყვეტილება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს… “ნაცმოძრაობის” დანამატი გახდნენ

63
გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მიერ კოალიციური გუნდის წარდგენას ეხმიანება და აცხადებს, რომ პარტიების “ლელოსა” და “გირჩის” გადაწყვეტილება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, რადგან ისინი “ნაციონალური მოძრაობის” დანამატები გახდნენ.

მაჭარაშვილის თქმით, იმის შანსი, რომ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია მათგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდეს, პრაქტიკულად, ნულია:

“ვერ ისწავლა ოპოზიციამ, საზოგადოების გადაწყვეტილების შესაბამისად, დამოუკიდებელი ნიშა დაიკავონ ოპოზიციურ სპექტრში.

2020- სა და 2021- ის არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციამ “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, დაკარგა მხარდაჭერა. ნაწილმა ისწავლა ჭკუა და მცდელობა აქვთ დამოუკიდებლად ითამაშონ პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ “ლელოს” და “გირჩის” გადაწყვეტილება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს. ახლა არა მხოლოდ ცალი ფეხით არიან “ნაციონალურ მოძრაობაში”, არამედ დანამატი გახდნენ “ნაცმოძრაობის” და ეს საჯაროდ განაცხადეს.

ამიტომ იმის შანსი, რომ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია მათგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდეს, პრაქტიკულად, ნულოვანია. არ მგონია, რომ “დროა” სერიოზულად განსახილველი ორგანიზაცია იყოს, “ლელო” და “გირჩი” დღეიდან შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დანამატი. როცა მათი დანამატი ხდები, იზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ ორგანიზაციას გააჩნია”, – თქვა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გუშინ თბილისის მერიის კოალიციური გუნდის წევრები წარადგინა.

ამავე თემაზე:

ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მერის კიდევ ერთი მოადგილე ზურაბ ჯაფარიძე იქნება

ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა

გამარჯვების შემთხვევაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ ვაპირებ, დავრჩები პარტიის რიგით წევრად

პოპულარულები