LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მერის კიდევ ერთი მოადგილე ზურაბ ჯაფარიძე იქნება

301
Zurab-Japaridze

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მერის კიდევ ერთი მოადგილის კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე წარადგინა. მერის მოადგილის კანდიდატად მელიამ ასევე წარადგინა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

მელიას განცხადებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს აღარ დაიკავებს. ნიკა მელიას განცხადებით, ის პარტიის რიგით წევრად დარჩება.

გამარჯვების შემთხვევაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ ვაპირებ, დავრჩები პარტიის რიგით წევრად

ამ წუთებში ნიკა მელია პრეზენტაციაზე თბილისის მერიის კოალიციური გუნდის წევრებს წარადგენს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები