LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერხეულიძე – თქვე ფარჩაკებო, მაგ ერთი კაცის ვაჟკაცობა ჩამოგშლით თქვენ და უშველის ამ დამონებულ ქვეყანას

275
1

ექსპრეზიდენტის გლდანის დაწესებულებაში შესახლების კადრების გავრცელების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ეკა ხერხეულიძე მთავრობას მიმართავს.

ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ერთი კაცის ვაჟკაცობა ჩამოშლის ხელისუფლებას და უშველის დამონებულ ქვეყანას:

“თქვე ამ ქვეყნის მეტასტაზებო, ვის დაათრევთ იატაკზე? წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, რას სჩადიხართ, რა გელოდებათ?

რა იფიქრეთ, თქვე ფარჩაკებო, მიუხედავად ამხელა ხროვისა, ცხვარივით გამოგყვებოდათ სააკაშვილი?

მაგ ერთი კაცის ვაჟკაცობა ჩამოგშლით თქვენ და უშველის ამ დამონებულ ქვეყანას.

“მოხდების ხოლმე არწივი დაჭრილი დაბლა დავარდეს, მაგრამ ქათამი ზეცაში ვერასდროს გაინავარდებს…” – წერს ხერხეულიძე.

შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის №18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრები გაავრცელა.

კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ სააკაშვილი დაწესებუელბაში და როგორია მისი რეაქცია მას შემდეგ, რაც იგებს, რომ სამოქალაო კლინიკის ნაცვლად გლდანის დაწესებულებაში მიიყვანეს.

ყველაფერი ამ თემის შესახებ:

ვიდეო: პენიტენციური სამსახური გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს

ხოშტარია: წარმოუდგენელი კადრებია, ამასთან შეგუება არის ქვეყნის უბრალოდ დახურვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები