LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: წარმოუდგენელი კადრებია, ამასთან შეგუება არის ქვეყნის უბრალოდ დახურვა

6008
1

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმიანება.

ხოშტარია “ფეისბუქში” წერს, რომ ეს არის წარმოუდგენელი კადრები.

“წარმოუდგენელი კადრებია. ოცნებაზე კომენტარს არ ვაკეთებ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ყველას სირცხვილია და ამასთან შეგუება არის ქვეყნის უბრალოდ დახურვა.

არ არსებობს ამ მთავრობისთვის ადამიანი, არც ერთი!”, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის №18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრები გაავრცელა.

კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ სააკაშვილი დაწესებუელბაში და როგორია მისი რეაქცია მას შემდეგ, რაც იგებს, რომ სამოქალაო კლინიკის ნაცვლად გლდანის დაწესებულებაში მიიყვანეს.

 

პოპულალურები