LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს

67
BeFunky-collage (4)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე გარკვეული შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

გამყრელიძის ინფორმაციით, მიიღეს გადაწყვეტილება რეკომენდაცია გასცენ დადგენილებაში ცვლილბებისთვის, რომ ღია სივრცეებში, სადაც კოლექტიური შეკრებები ხდება, პირბადის ტარება აუცილებელი გახდეს.

ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში, გამკაცრებები იქნება – გამყრელიძე

მისივე თქმით, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დააყენებენ.

„მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ ხდება. დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებით რეკომენდაცია.

თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების, არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს. ალბათ გარკვეული ცვლილებები შევა პირბადის ტარებასთან მიმართებით იმ ღია სივრცეებში, სადაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა იკრიბება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები