LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში, გამკაცრებები იქნება – გამყრელიძე

85
gamyreli

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის ასეთი მდგომარეობა ოქტომბრის ბოლოს გვქონდა.

„ეპიდსიტუაცია რომ გაუარესებულია, ამაზე ინფორმაცია გაქვთ. დღეს იყო ამ საკითხებზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოზე.

ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი არის გაუარესებული. ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს.

ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ უკვე მივდიოდით პიკისკენ. ამიტომ ეს ძალზე საყურადღებოა. ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში და ახლა უკვე ვართ წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს გატარებული… საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები, რა თქმა უნდა, იქნება“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, 20 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 880, ხოლო გარდაიცვალა – 26 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები