LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახსნის პროცედურები უნდა დაიწყოს სწორედ განათლების სექტორმა: ამირან გამყრელიძე შეზღუდვების შემსუბუქების გეგმაზე

55
FORTUNA.GE- (3)

“ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ, რა თქმა უნდა, გახსნის პროცედურები უნდა დაიწყოს სწორედ განათლების სექტორმა.” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ეტაპობრივი გახსნის გეგმაზე საკოორდინაციო საბჭო მუშაობს, მონახაზი უკვე არსებობს და მალე გასაჯაროვდება.

ამირან გამყრელიძემ განათლების სექტორის გახსნაზე დღეს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა სფეროს აქტიური შემსუბუქება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა დადებითობის მაჩვენებელი 5%-ზე და, უკეთეს შემთხვევაში, 3%-ზე დაბლა ჩამოვა:

“ზოგადად, დადებითობის მაჩვენებელი 5 %-ზე და შემდგომ, უფრო უკეთესი, 3%-ზე დაბლა თუ იქნა ჩამოსული, ჩვენ უფრო აქტიურად შეგვეძლება სხვადასხვა სფეროს შემსუბუქება.

ამიტომ მზადდება ეს გეგმა. ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ, რა თქმა უნდა, გახსნის პროცედურები უნდა დაიწყოს სწორედ განათლების სექტორმა.

ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალე იქნება და როგორც კი საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს – გასაჯაროვდება.” – განაცხადა ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

 

ეტაპობრივი გახსნის გეგმა 2-3 დღეში იქნება: ამირან გამყრელიძე