LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეტაპობრივი გახსნის გეგმა 2-3 დღეში იქნება: ამირან გამყრელიძე

318
FORTUNA.GE- (1)

“განიხილება სხვადასხვა ტიპის ბიზნესის ეტაპობრივი გახსნა მკაცრი ეპიდსიტუაციის მონიტორინგის ფონზე. ეტაპობრივი გახსნის  გეგმა სულ მალე, 2-3 დღეში იქნება. ხაზს ვუსვამ, ეპიდსიტუაციის მკაცრი მონიტორინგის ფონზე, რადგან ხედავთ, რა ხდება ევროპაში, პირიქით, იკეტება ბევრგან, რადგან არის მესამე ტალღის საშიშროება.” – შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გეგმის მონახაზი უკვე არსებობს, შეზღუდვების მოხსნა კი უნდა განხორციელდეს გაფართოებულ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პარალელურად:

“დღეს ეს საკითხი საბჭოზე იქნა განხილული. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ისევე როგორც გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ჯანდაცვის სამინიტროს და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ასეთი გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში უნდა შემუშავდეს. მისი მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ეტაპობრივი.

ერთი ან ორი კვირა გაიხსნება რომელიმე ბიზნესი, შემდეგ დავაკვირდებით – რა შედეგს მოიტანს ეს. დადებითობის მაჩვენებლის და სხვადასხვა ინდიკატორის გათვალისწინებით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რა შემსუბუქდეს მეორე ეტაპზე, შემდეგ მესამე ეტაპზე და ასე შემდეგ.” – აღნიშნა გამყრელიძემ.

პოპულალურები