LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს ვგმობ

143
გიორგი გახარია2

ხელისუფლების მხრიდან, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ეხმიანება.

კობახიძე: ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში

გახარია სოციალურ ქსელ “ტოვტერში” წერს, რომ მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს გმობს:

“აშშ-ის ელჩის შემდეგ, საქართველოს მმართველი პარტია ახლა თავს დაესხა ევროკავშირის ელჩს – კარლ ჰარცელს.

კატეგორიულად ვგმობ მთავრობის მიერ ელჩების ბულინგის, მიმაჩნია, რომ ეს შეთანხმებული თავდასხმაა ჩვენი უახლოესი სტრატეგიული მოკავშირეების წინააღმდეგ და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორებისთვის”, – აღნიშნულია გახარიას “ტვიტში”.

შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის ელჩმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ დადგა დრო, როდესაც დაუვიწყარი ოთხი წლის შემდეგ, საქართველო უნდა დავტოვოს.

ვიდეო: გვჯერა, რომ შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო გამოიყენებს – კარლ ჰარცელი საქართველოს ემშვიდობება

დღესვე, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ჰარცელის საქმიანობა შეაფასა და განაცხადა, რომ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

ამის შემდეგ კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩს შეეძლო უკეთ ემუშავა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.

სამხარაძე: ჰარცელს შეეძლო უკეთესად ემუშავა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები