LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში

114
Untitled design (7)

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ჰარცელის მისიის დასრულების შემდეგ, მისი საქმიანობის შეფასების დროს ისაუბრა:

“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში, ჩვენ ვერიდებოდით მასზე კომენტარის გაკეთებას.

ეს იყო მიმდინარე პროცესი და ასე შემდეგ, თუმცა დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის ელჩმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ “დადგა ის დრო, როდესაც დაუვიწყარი ოთხი წლის შემდეგ, საქართველო უნდა დავტოვოს”.

იხილეთ ვრცლად:

ვიდეო: გვჯერა, რომ შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო გამოიყენებს – კარლ ჰარცელი საქართველოს ემშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები