LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ის “საზოგადოებაა”, რომელიც ილანძღებოდა, როდესაც ორსულად იყო…” – ქეთი წიქვაძე ბადურაშვილის სკანდალს ეხმაურება

2780
BeFunky-collage (3)

მას შემდეგ, რაც ნინიმ მასზე ერთ-ერთი უარყოფითი კომენტარის ავტორს გარეგნობაზე მიუთითა, მომღერლის მიმართ უამრავი ცუდი კომენტარი დაიწერა სოციალურ ქსელებში.

ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის

ცნობილები ნინი ბადურაშვილის გარშემო გაერთიანდნენ. მათ შორისაა მსახიობი ქეთი წიქვაძე, რომელსაც საზოგადოება სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ლეკას როლს თამაშობს.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“ასე რატომ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი? თან სრულიად უცხოებს, უბრალოდ სძულხარ, არ გპატიობენ ერთ გადაბრუნებულ ნაბიჯს, არ იღებენ დაშვებულ შეცდომაზე ბოდიშს.. თითქოს იმისთვის ცხოვრობენ,რომ რამე შეგეშალოს და ამის გამო გაგთელონ..

ბოდიშის მოხდას ყველა ვერ ახერხებს,რადგან საკმაოდ დიდი ძალისხმევა და დიდსულოვნება ჭირდება,ისევე როგორც ბოდიშის მიღებას. რომლის მიღებაც თურმე ძალიან უჭირს ჩვენს საზოგადოებას..

ბოდიში მოიხადა, შეწუხდა და განიცადა..რასაც ისეთი კომენტარები მოყვა, რომ ვკითხულობ არ მჯერა..
ეს კი იმას მიუთითებს,რომ იმ გოგოს ბედი კიარ აღელვებს ვინმეს,არამედ უბრალოდ ნინის ლანძღვა კვებავთ..

ეს ის “საზოგადოებაა”, რომელიც ნინიზე შეუჩერებლად ლაპარაკობდა და ილანძღებოდა,როდესაც ორსულად იყო…!!!

დღეს მის გარდაცვლილ ბებიაზეც არ ასრულებენ ლაპარაკს, ეს არაფერს ნიშნავს,უნდა მივიღოთ ყველამ და გავატაროთ,ვითომ არც ყოფილა..მოდით დამშვიდდით და ყველამ თავის თავს მიხედეთ რა!”- წერს მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები